ცესკო-ს შენობასთან აქციის მონაწილეები პოლიციელებს ქვებს ესვრიან, სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს

Nusagi

ცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს მიმართ წყლის ჭავლი მიუშვეს. აქციის მონაწილეები კი, ცესკო-ს შესასვლელთან განლაგებულ სამართალდამცველებს ქვებს ესვრიან.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ჯებირი და პოლიციის კორდონი გაარღვიეს.

ცესკო-ს შენობასთან პარლამენტის წინ მყოფი აქციის მონაწილეები მივიდნენ, რომლებიც 15:00 საათიდან აქციას საკანონმდებლო ორგანოსთან მართავდნენ. „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ დაიმუქრა, რომ ცესკოს თანამშრომლებს ამოგუდავენ .

Facebook Comments
%d bloggers like this: