მივმართავ მათ, ვინც ხმა პრეზიდენტ ტრამპს მისცა, მესმის, რომ დღეს იმედგაცრუებული ხართ. მეც წამიგია რამდენჯერმე, მაგრამ მოდით, მივცეთ ერთმანეთს შანსი, – ამის შესახებ საზოგადოებისადმი მიმართვისას აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ბედს მის უკეთეს მხარეებსა და ბნელ იმპულსებს შორის მუდმივი ბრძოლა განსაზღვრავს.
„ის, თუ რას ამბობს პრეზიდენტი ამის თაობაზე, მნიშვნელოვანია. დროა, რომ ჩვენმა უკეთესმა მხარემ გაიმარჯვოს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა მსოფლიოსთვის შუქურაა.
„ჩვენ ვიქნებით ლიდერები არა მხოლოდ ჩვენი ძალაუფლების მაგალითზე, არამედ ჩვენი ძლიერი მაგალითებითაც“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
Facebook Comments Box