CNN- ბაიდენის მომხრეების სპონტანურ თავყრილობებზე ინფექციის გავრცელების დიდი რისკია

Nusagi

CNN-ის წამყვანი ჯეიკ ტაპერი აცხადებს, რომ ბაიდენის გამარჯვების აღსანიშნავ სპონტანურ თავყრილობებზე ინფექციის გავრცელების დიდი რისკია. 

„ვერ ვიტან, როდესაც ილანძღებიან აქ, მაგრამ დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დიდი რიცხვი დაფიქსირდა. მესამე დღეა ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი რეკორდებს ხსნის. კარგია, როდესაც ვხედავ ადამიანებს ნიღბებში, მაგრამ უმეტესობას ეს ნიღაბი ნიკაპზე უკეთია“,-განაცხადა ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში, ბაიდენის გამარჯვებაზე საუბრისას.

მისი თქმით, ადამიანებმა აუცილებლად უნდა დაიცვან დისტანცია, ნიღბის ტარება კი, დაავადებისგან დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 

foxnews-ის ცნობით, ტრამპის მხარდამჭერები ტვიტერში ბაიდენის მხარდამჭერი ჟურნალისტების ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ. მათი თქმით, ჟურნალისტებს, რომლებიც ტრამპის მხარდამჭერ მიტინგებს ინფექციის „სუპერ გამავრცელებლებს“ უწოდებდნენ, ბაიდენის მომხრეების მიმართ შენიშვნები არ აქვთ. 

„სად არის ბაიდენი, რატომ აღარ ეწინააღმდეგება „სუპერ გამავრცელებლებს“?,-წერს ტვიტერზე თეთრი სახლის პრეს-მდივანი კაილი მაკენანი.

„როგორ ჩანს, პანდემია დასრულდა, მედია აღარ უწოდებს აქციებზე შეკრებილ ადამიანებს სუპერ გამავრცელებლებს“,-წერს სოციალურ ქსელში რადიოწამყვანი დანა ლოეში. 

„მედია აღარ ლანძღავს ადამიანებს, რომლებიც აქციებზე დგანან და აღარ უწოდებს მათ მონსტრებს და საკუთარი ბებიების მკვლელებს“,-აცხადებს ჟურნალისტი გრენ გრინვალდი.

Daily Wire -ის ავტორი მეტ უოლშის თქმით, ყველაფერი არაჩვეულებრივადაა, რადგან კოვიდი პოლიტიკურად განათლებული დაავადება ყოფილა. „ეს ყოფილა ვირუსი, რომელიც არ ეკარება ადამიანებს, რომლებსაც სწორი იდეოლოგიური შეხედულებები აქვთ“,-აღნიშნა მან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: