ალბერთ ვეილერი – მახარებს არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიტიური ანგარიშები

Nusagi

მახარებს არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიტიური ანგარიშები,-ამის შესახებ ბუნდესთაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე ალბერთ ვეილერი საქქრთველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველომ პირველად გააკეთა არჩევანი ახალი საარჩევნო სისტემის მიხედვით.

„ძალიან მახარებს არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიტიური ანგარიშები. მიზანი იყო და კვლავაც რჩება ქვეყანაში უფრო მეტი დემოკრატიის და პოლიტიკური თანამონაწილეობის უზრუნველყოფა. ჩვენ მზად ვართ საქართველოს ამ მისწრაფებაში მხარი დავუჭიროთ..“-წერს ალბერთ ვეილერი.

Facebook Comments
%d bloggers like this: