ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ მელიამ და ელისაშვილმა აქტივისტებს დაშლისკენ მოუწოდეს

Nusagi

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის მომხრეების საპროტესტო აქცია დასრულდა.

ნიკა მელიამ და ალეკო ელისაშვილმა ხალხს დაშლისკენ ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ მოუწოდეს.

ირაკლი კობახიძემ სამართალდამცველებს პროპორციული ძალის გამოყენებისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, ნიკა მელია თავის ზონდერჯგუფებთან ერთად ცესკოზე შტურმს ახორციელებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, თითოეული მათგანი კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.

ოპოზიცია 9 ნოემბერს, 18:00 საათზე პარლამენტთან კვლავ შეიკრიბება.

Facebook Comments
%d bloggers like this: