ლალი მოროშკინა პოლიციელებს: დღეს, 22:00 სთ-ს მერე კანონი გავალდებულებთ ხალხის დაკავებას

Nusagi

ლალი მოროშკინა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ეხმაურება და პოლიციელებს მოუწოდებს, პანდემიის  წესების დამრღვევების მიმართ გამოიჩინონ კანონით მინიჭებულ უფლებები. 

„ჩემო მეგობარო პოლიციელებო, ძმებო და მეგობრებო, ჩვენ გვაპატიეთ რაც ხდება…წუხელ, ცესკოსთან ეგზალტირებული ბრბო ჩაფხუტებში გტენიდათ სიგარეტის ნამწვს, გაგინებდნენ და გაფურთხებდნენ. თქვენ არ დაუშვით არეულობა, დღეს კი კანონი გავალდებულებთ 22.00-სთ-ს მერე ხალხის დაკავებას. თუმცა ძალიან გიჭირთ, საკუთარ ხალხზე ხელის აწევა. ეს ჩანს ეკრანიდან, ეს იგრძნობა ამხელა მანძილზეც…მაგრამ დღეს განსაცდელშია სრულიად მსოფლიო და თქვენ თქვენი მოვალეობა გაქვთ Შესასრულებელი. მადლობა ძმებო მოთმინებისთვის და ჩვენ გვიგულეთ თქვენს ზურგად…“,-წერს მოროშკინა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: