მარიამ ასათიანი: არ გაგიკვირდეთ არც წყლის ჭავლი, არც რეზინის ტყვიები, არც დაჭერები, გასული ხართ მშვიდობიანი და სამართლიანი ჩარჩოებიდან

Nusagi

ამ წუთებში რუსთავი 2-ზე ჩვენი თვალით ვნახეთ ღობის დანგრევა, პოლიციელებისთვის ფარის წართმევა, ქვების სროლა, ფიზიკური შეხება, ყველა ნიშანია შეჭრის მცდელობის. ამას მოჰყვა გაფრთხილება და ჭავლი. ოპოზიციის ლიდერებმა გვითხრან, ვერ აკონტროლებენ აქციის მონაწილეებს თუ მათი მიზანია ცესკოს შენობაში შეჭრა?- წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელი მარიამ ასათიანი.

მისი თქმით, აქცია გასულია მშვიდობიანი და სამართლიანი ჩარჩოებიდან, ცესკოში შეჭრის უფლება არ აქვს.

,,ამ წუთებში რუსთავი 2-ზე ჩვენი თვალით ვნახეთ ღობის დანგრევა, პოლიციელებისთვის ფარის წართმევა, ქვების სროლა, ფიზიკური შეხება, ყველა ნიშანია შეჭრის მცდელობის. ამას მოჰყვა გაფრთხილება და ჭავლი. ოპოზიციის ლიდერებმა გვითხრან ვერ აკონტროლებენ აქციის მონაწილეებს თუ მათი მიზანია ცესკოს შენობაში შეჭრა. მერე რა უნდა ქნან? დაწვან ოქმები? თუ იქნებ კომისიის წევრები? მიზანი რა არის? ჩემი ოპოზიციონერი მეგობრების აზრი მაინტერესებს ვინც ამ აქციას გულშემატკივრობს ან იქ არის ან ლიდერობს. გაუგონარ დანაშაულს ჩადიხართ, მეგობრებო. არ გაგიკვირდეთ არც წყლის ჭავლი, არც რეზინის ტყვიები, არც დაჭერები. გასული ხართ მშვიდობიანი და სამართლიანი ჩარჩოებიდან. ცესკოში შეჭრის უფლება არ გაქვთ.“,- წერს მარიამ ასათიანი.

Facebook Comments
%d bloggers like this: