მძევალი, რომლისთვისაც ზუგდიდში პოლიციელმა საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, გუშინ აქციაზე პოლიციელებს 900 ლარად გაყიდულებს ეძახდა (ვიდეო)

Nusagi

ბადრი ესებუას ყოფილი მძევალი, რომლის უსაფრთხოებისთვის სახელმწიფომ ყაჩაღს ნახევარი მილიონი ლარი გადაუხადა, ხოლო პოლიციელმა საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, გუშინ, ცესკოსთან აქციაზე პოლიციელებს 900 ლარად გაყიდეულებს ეძახდა.

ირაკლი კვარაცხელია 900 ლარში სავარაუდოდ, სამართალდამცველების ხელფასს გულისხმობდა, რომელსაც ისინი ქვეყნის სამსახურისთვის იღებენ.

შეგახსენებთ, გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ცესკოს შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, ისინი პოლიციელებს ქვებს და ბლაგვ საგნებს ესროდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს.

თვითმხილველთა თქმით, აქტივისტები, რომლებიც გუშინ აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდნენ, „ნაცმოძრაობის“ ე.წ. დამრტყმელი ძალაა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, პარტიას რეგიონებიდან ჩამოყავს.

Facebook Comments
%d bloggers like this: