პოლიციამ პარლამენტთან აქციის მონაწილეები დააკავა

Nusagi

პოლიციამ პარლამენტთან მყოფი აქციის მონაწილეები დააკავა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, აქციაზე შეშის შეტანა სამართალდამცავებმა აღკვეთეს რადგან ამას შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

“შეშა გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ პოლიციელები დააზიანეს, დაანთეს პარლამენტის წინ ცეცხლი, რითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას როგორც მოქალაქეების, ასევე პოლიციელების სიცოცხლეს. არსებობს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, სადაც ძალიან ნათლად წერია, რომ ის ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიციელის თუ მოქალაქის საწინააღმდეგოდ, რომელიც დააზიანებს მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, პოლიციას ამ ნივთის შეტანის შეზღუდვის უფლება აქვს. შესაბამისად, მე განვუმარტე მათ რომ გათბობა შეუძლიათ ელექტროსაშუალებების გამოყენებით. მოიტანონ და გათბნენ”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: