წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, გამოიყენება სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად – თამთა მეგრელიშვილი სახალხო დამცველს მიმართავს

Nusagi

ცესკო ეს არის კონსტიტუციური ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიებს. ის არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, სადაც ახლაც, მოცემულ მომენტშიც კომპეტენტური ადამიანები, მეტი სამართლიანობისა და კანონიერების უზრუნველსაყოფად, მუშაობენ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი ხვალინდელი დღისთვის,- წერს სოციალურ ქსელში იურისტი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, ამ და სხვა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება კანონით.

,,პოლიციელი ვალდებულია, ფიზიკური ძალის სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ, წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ან პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება. გაუმართლებელია ან შეუძლებელია. წყალსატყორცნი ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება – მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, გამოიყენება სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად. ქალბატონო ნინო, წარმოდგენა არ გაქვთ ამ ნორმების არსებობაზე’,- წერს თამთა მეგრელიშვილი

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: