ავიგდორ ესკინი აცხადებს, რომ შეთანხმების შედეგად, აზრბაიჯანმა წლების წინ დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა

Nusagi

ცნობილი პოლიტოლოგი ექსპერტი ავიგდორ ესკინი სოციალურ ქსელში იმ შეთანხმების შესახებ წერს, რომელსაც ცოტა ხნის წინ სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მეთაურებმა მოაწერეს ხელი.

ესკინის ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, აგდამის რაიონი, ასევე სხვა ტერიტორიები რომელსაც ამჟამად სომხეთი აკონტროლებს, აზერბაიჯანს დაუბრუნდება  20 ნოემბრამდე. მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების 1960-კაციანი კონტინგენტი შესაბამისი შეიარაღებით, განლაგდება 5 წლით. 

სომხეთი 2020 წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანს უბრუნებს კელბაჯარის რაიონს, 1 დეკემბრამდე კი, ლაჩინის რაიონს, იტოვებს ლაჩინის კორიდორს (5 კმ სიგანის), რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღისა და სომხეთს შორის კავშირს. აზერბაიჯანის რესპუბლიკა პასუხისმგებლობას იღებს აღნიშნულ კოროდორში ადამიანების უსაფრთხო გადაადგილებაზე. ლტოლვილები ბრუნდებიან ყარაბაღში, საკუთარ სახლებში. განხორციელდება სამხედრო ტყვეების გაცვლა. მხარეების შეთანხმების შედეგად, განხორციელდება პროექტები ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციებისთვის, რომელიც ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას დააკავშირებს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან.  

Facebook Comments
%d bloggers like this: