არჩილ თალაკვაძე: ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების არჩევანს, ახლა დროა რომ ოპოზიციამაც იგივე თქვას

Nusagi

ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და შემდგომი თანამშრომლობის მთავარი წინაპირობაა, რომ ყველა მხარემ, „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ, პატივი სცეს იმ შედეგებს, რომელიც არჩევნების შედეგების დათვლით ცესკომ გამოავლინა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან მორიგი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ნებისმიერი შემდეგი თანამშრომლობის წინაპირობა არის, რომ ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს.

„ჩვენ ვთქვით არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგაც, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების არჩევანს, ახლა დროა რომ ოპოზიციამაც იგივე თქვას, ნებისმიერი შემდეგი თანამშრომლობის წინაპირობა არის, ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს, ამის შემდეგ დავსხდეთ, ვისაუბროთ, ვითანამშრომლოთ, მოვილაპარაკოთ, თუ როგორ ვუპასუხოთ ეკონომიკურ გამოწვევებს, როგორ ვუპასუხოთ სოციალურ საკითხებს, როგორ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და როგორ მოვახდინოთ უფრო სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირში. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ამ მნიშვნელოვან საკითხზე თანამშრომლობისთვის, მოლაპარაკებისა და დისკუსიებისთვის, ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვისაც სურს პარლამენტში ნორმალური პოლიტიკური პროცესით თანამშრომლობა, ვისაც სურს ნორმალური პოლიტიკა და ვისაც მართლაც სურს, რომ ეს ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების გზით წავიდეს, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: