გიგა ბოკერია: გრიგოლ ვაშაძის განცხადება გაუგებარი და დამაბნეველია

Nusagi

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, რომ პროცესები ქუჩიდან გადაიტანონ მოლაპარაკების მაგიდასთან.

ბოკერიას თქმით, ეს განცხადება არის გაუგებარი და დამაბნეველი და მოუწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, გააკეთოს მკაფიო განცხადება.

ბოკერიას განმარტებით, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია უცვლელია, რომ ამ პარლამენტში შესვლა მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი, რომლის გაკეთებაც მოუწიათ ოპოზიციურ პარტიებს, რომ ამ მიეღოთ მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში.

„რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი და დამაბნეველი განცხადებაა და ველოდებით პარტიისგან, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი თავმჯდომარისაგან მკაფიო განცხადებას, რას გულისხმობს და რისი თქმა უნდოდა, რამე ცვლილება არის თუ არა მათ პოზიციაში.

„ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის უცვლელი და არც შეიცვლება, რომ ამ ვითარებაში, ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად, ამ პარლამენტში შესვლა და მასში მონაწილეობა ბევრად მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი, რაც მოგვიწია, რომ არ ვმონაწილეობთ ამ პარლამენტის მუშაობაში. ამ თამაშის წესების მხარდაჭერა არის ქვეყნის მომავლისთვის დიდი საფრთხის შექმნა, თუკი ვინმეს, ამ შემთხვევაში ოლიგარქ ივანიშვილს შეუძლია, რომ მოგებული წაგებულად გამოაცხადოს, არჩევნებში ამ მანიპულაციებისა და ნაბიჯების, დაშინებების და ზეწოლის შედეგად“, – განაცხადა ბოკერიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: