გიორგი გახარია ფაშინიანსა და ალიევს ტელეფონით ესაუბრა

Nusagi

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ევს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ხაზი გა­უს­ვა აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის ცე­ცხლის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ სამ­შვი­დო­ბო პრო­ცე­სის და­წყე­ბა ხელს შე­უ­წყობს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის დამ­ყა­რე­ბას.

„მხა­რე­ებ­მა მი­მო­ი­ხი­ლეს და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის შემ­დგო­მი დი­ა­ლო­გის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი. ორი­ვე მხა­რემ აღ­ნიშ­ნა რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ კონ­ფლიქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სამ­შვი­დო­ბო პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გი­ორ­გი გა­ხა­რია სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­საც ესა­უბ­რა. მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხა­რე­ებ­მა მი­მო­ი­ხი­ლეს მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ო­ნის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა, აღ­ნიშ­ნეს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა და იმე­დი გა­მო­ხა­ტეს მისი იმპლე­მენ­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე.

„პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრებ­მა ხაზი გა­უს­ვეს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში კონ­ფლიქ­ტე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მოგ­ვა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: