გრიგოლ ვაშაძე თავის განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს

Nusagi

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დილით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.

„დამატებით განვმარტავ:

  1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
  2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
  3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
  4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, – ნათქვამია ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს“,-აცხადებს ვაშაძე.
Facebook Comments
%d bloggers like this: