თანდათან ვისმენთ აღიარებით ჩვენებებს, გამოვიდა ალეკო ელისაშვილი აღიარა, როგორ ძალადობრივად აპირებდნენ ცესკო-ში შეჭრას

Nusagi

თანდათან ვისმენთ აღიარებით ჩვენებებს, გუშინ გამოვიდა ალეკო ელისაშვილი და აღიარებითი ჩვენება მოგვცა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ძალადობრივად აპირებდნენ ცესკო-ში შეჭრას, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ დესტრუქცია არის მათ ბუნებაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ცესკო-სთან გამართულ აქციაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, ხელისუფლება დაიცავს საზოგადოების ინტერესებს, მათ შორის იმ 930 ათასი ადამიანის ინტერესს, რომელმაც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“.

„თანდათან ვისმენთ აღიარებით ჩვენებებს. გუშინ გამოვიდა ალეკო ელისაშვილი და აღიარებითი ჩვენება მოგვცა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ძალადობრივად აპირებდნენ ისინი ცესკო-ში შეჭრას. დეტალებს მოყვა, თუ რა ხდებოდა ცესკო-სთან. ახლა უკვე მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის აღიარებითი ჩვენება. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ დესტრუქცია არის მათ ბუნებაში თუმცა აქ არის ხელისუფლება, რომელიც დაიცავს, პირველ რიგში საზოგადოების ინტერესებს და მათ შორის, იმ 930 ათასი ადამიანის ინტერესებს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს ხელისუფლებას. ამ ხალხს არ უნდა რუსული საქმის მკეთებელი პოლიტიკური ძალები, მათ უნდათ პროდასავლური ძალა, რომელიც გააგრძელებს ქვეყნის განვითარებისკენ აღებულ კურსს“, – განაცხადა კობახიძემ.

გუშინ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ცესკო-სთან ძალადობა დაიწყო პოლიციამ, პოლიტიკურმა ლიდერებმა კი ძლივს გააჩერეს ხალხი.

„გუშინ ძალადობა დაიწყო პოლიციამ, ჩვენ, პოლიტიკურმა ლიდერებმა ძლივს გავაჩერეთ ხალხი, ზოგი არმატურას ისროდა, ზოგი ქვას“, – აღნიშნა ელისაშილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: