„თუ ასე, ყოველ გაწუწვაზე გასაშრობად სახლში ვირბენთ, გარწმუნებთ რომ ივანიშვილს წყალი არ გამოელევა“

Nusagi

საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მე არა მაქვს მორალური უფლება, ვინმეს ვუსაყვედურო და ჭკუა ვასწავლო 5000 კმ-დან. ამიტომ გთხოვთ მომიტევოთ ის სითავხედე რაც ამჯერად უნდა ვთქვა. ჩემი ჯანმრთელობის მქონე კაცს, ვიცი გამიჭირდებოდა დილამდე, ჭავლით გაწუწულს ფეხი არ მომეცვალა ადგილიდან, მაგრამ კარგად მახსოვს 9 აპრილი; მახსოვს სამაჩაბლო და აფხაზეთის ომი, როცა ყინვაში, სველი ტანსაცმლით ჩაგვძინებია და ზოგჯერ დაჭრილებს სახლში დაბრუნების შეგვრცხვენია. ძმებო, ეს ომია. იმპერიის წინააღმდეგ ომი და ამ ომში, ნუ წაიყვანთ ქალებს. გაგიჭირდებათ ბრძოლის დროს ერთდროულად მათი გადარჩენაც და სამშობლოსიც. თორე, თუ ასე, ყოველ გაწუწვაზე გასაშრობად ყველა სახლში ვირბენთ და ბრძოლის ველს დავტოვებთ, გარწმუნებთ რომ ივანიშვილს წყალი არ გამოელევა.“

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: