პაატა იმნაძე კორონავირუსით ინფიცირებულებზე: ვინც სახლშია, მიიღოს ბევრი წყალი, იმოძრაოს და ასევე, მიიღოს ლიმონი, რომელსაც სისხლის გამათხელებელი შეიძლება ვუწოდოთ

Nusagi

კორონავირუსით ინფიცირებულ იმ ადამიანებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ, მუდმივი კავშირი უნდა ჰქონდეთ ოჯახის ექიმებთან, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან, რა რისკფაქტორები აქვთ ამ ადამიანებს და მათი ჯანმრთელობისთვის, რა შეიძლება იყოს პრობლემა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის დილაში“ განაცხადა.

პაატა იმნაძე კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პირებს, რომელებიც მსუბუქი მიმდინარეობით სახლში მკურნალობენ, თრომბოემბოლიის რისკის შესამცირებლად, ურჩევს დიდი რაოდენობით წყლის მიღებას, ფიზიკურ აქტივობასა და ასევე, ლიმონის მიღებას.

„იმისთვის, რომ თრომბოემბოლიის რისკი შევამციროთ, პირველ რიგში ეს არის ბევრი სითხის მიღება, წყლის მიღებაა ყველაზე კარგი. ასევე აუცილებლია მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსს საშინელი სისუსტე ახასიათებს, თავს ძალა უნდა დავატანოთ და ბევრი ვიმოძრაოთ. სულ მცირე, უნდა ვიაროთ. არის გარკვეული ვარჯიშები, რომლებიც უნდა შევასრულოთ. ასევე გაციების დროს ლიმონიანი ჩაი რომ კარგია, ესეც ყველამ ვიცით. ასე რომ, ვინც სახლშია, მიიღოს ბევრი წყალი, იმოძრაოს და ასევე, მიიღოს ლიმონი, რომელსაც სისხლის გამათხელებელი შეიძლება ვუწოდოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: