რუსუდან გოცირიძე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის დააჯარიმეს

Nusagi

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა ორი მოქალაქე დააჯარიმეს. ერთ-ერთი მათგანი ქალთა უფლებების აქტივისტი, თეოლოგი რუსუდან გოცირიძეა.

სამართალდამცველებმა მას გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის 2 ათას ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

გოცირიძე რუსთაველის გამზირზე tv-პირველის საველე სტუდიიდან პირდაპირ ეთერში საუბრობდა და მომიტინგეებს მხარდაჭერას უცხადებდა. როდესაც სახლში ბრუნდებოდა, პოლიციის თანამშრომლებმა დააჯარიმეს.

ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა ასევე დააჯარიმეს “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე, რომელიც აცხადებს, რომ წესებს არ დაემორჩილება.

ცნობისთვის, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილების თაობაზე შეზღუდვა ძალაში შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა იმ პირს, რომელიც 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არღვევს, 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

შსს-ში აცხადებენ, რომ ამ წუთებშიც ხდება იმ პირების იდენტიფიცირება, ვინც წესებს არ ემორჩილება.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: