საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში განცხადებას ავრცელებს

Nusagi

საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის.

„პოლიტიკურმა დაძაბულობამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გერმანიაშიც გამოიწვია წუხილი. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ახლა ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდიან. საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის. ამის პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ მათ შორის დიალოგს“,-ნათქვამია განცხადებაში.

Statement von Botschafter Hubert Knirsch: Die innenpolitischen Spannungen nach dem ersten Wahlgang der Parlamentswahl haben auch in Deutschland Besorgnis ausgelöst. Deshalb bin ich froh und erleichtert darüber, dass führende politische Persönlichkeiten beider Seiten jetzt für einen Dialog der Parteien eintreten. Die demokratische Entwicklung in Georgien ist wichtig für die gesamte Region. Alle politischen Akteure tragen dafür Verantwortung. Gespräche zwischen ihnen werden wir nach besten Kräften unterstützen.

Facebook Comments
%d bloggers like this: