ფაშინიანი: რესურსები ამოწურული იყო, წინა ხაზზე იბრძოდა ხალხი, რომლებიც მთელი თვე არავის ჩაუნაცვლებია

Nusagi

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას ერევანში საპროტესტო აქციები მოყვა. სომხები ხელშეკრულების გაუქმებას და საომარი მოქმედებების განახლებას მოითხოვენ. ღამით ქალაქის ცენტრში დემონსტრაცია მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. 

აქციის მონაწილეები სომხეთის მთავრობის შენობაში შეიჭრნენ. ამ დროს ფაშინიანი იქ არ იმყოფებოდა. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში იმყოფება და თავის მოვალეობებს ასრულებს. თუმცა არ დააზუსტა, სად არის. 

10 ნოემბერს, ღამით სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას. ერევანი დათანხმდა, ბაქოს დაუბრუნოს რამდენიმე რაიონი, ასევე არაღიარებული რესპუბლიკის ნაწილი. ამის შემდეგ სომხეთის დედაქალაქში არეულობა დაიწყო.

ფაშინიანმა თავის ფეისბუქმიმართვაში განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელი სამხედროების რჩევით მოაწერა. „ჯარი ამბობდა, რომ უნდა გავჩერებულიყავით, ჩვენ გვქონდა საკითხები, მაგრამ მათი გადაჭრის პერსპექტივა -არა. რადგან რესურსი ამოიწურა“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა. 

მისი თქმით, „სამხედრო რესურსები ეფექტური არ იყო“, კერძოდ, მეომრებს წინა ხაზზე არ ყავდათ შემცვლელი, „წინა ხაზზე იბრძოდა ხალხი, რომლებიც მთელი თვე არავის ჩაუნაცვლებია. შედეგად სომხეთის ხელისუფლებამ და არცახის რესპუბლიკამ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს ომი, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები გაცილებით უარესი იქნებოდა“,-განაცხადა ფაშინიანმა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: