ფაშინიანმა, ალიევმა და პუტინმა ყარაბაღში ომის შეწყვეტას მოაწერეს ხელი, ლტოლვილები სახლებში ბრუნდებიან

Nusagi

სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ფაშიანიანმა ფაისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ძვირფასო თანამემამულენო, დებო და ძმებო, პირადად მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც მძიმეა ჩემთვის და თქვენთვისაც. ეს გადაწყვეტილება მიღებულია მგომარეობის ღრმა ანალიზის შედეგად, ასევე იმ ადამიანების რჩევით, ვინც კარგად ერკვევა სიტუაციაში“,-წერს პრემიერი.

ფაშინიანმა განცხადების ტექსტს „წარმოუდგენლად მტკივნეული“ უწოდა მისთვის და ყველა სომხისთვის. 

„მუხლს ვიყრი დაღუპულების წინაშე, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვებთ“,-აცხადებს ფაშინიანი.


Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: