აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გრძელდება

Nusagi

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გრძელდება. როგორც ცნობილია, ოპოზიციის აქტივისტებმა ღამე კარვებში გაათენეს.

ამ წუთებში გამსახურდიას ქუჩაზე ორი დიდი კარავია გაშლილი. დამონტაჟებულია სცენა და შეკრებილები გასათბობად ცეცხლს ანთებენ.

აქტივისტების მოთხოვნები კვლავ უცვლელია. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენება და ხელახალი არჩევნების ჩაინიშვნას ითხოვენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უამინდობის მიუხედავად, აქციები არ შეწყდება.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიის წევრმა ნიკა მელიამ შაბათს, 14 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მორიგი მასობრივი აქცია დაანონსა.

Facebook Comments
%d bloggers like this: