გიორგი ვოლსკი: პომპეოს ვიზიტი არის ამერიკის შეერთებული შტატების ნაბიჯი თავის მოკავშირესთან

Nusagi

პომპეოსთვის ეს ვიზიტი არ უკავშირდება მხოლოდ მის კონკრეტულ პოზიციას, სახელმწიფო მდივნის პოზიციას. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ნაბიჯი საქართველოსაკენ, ამერიკის შეერთებული შტატების ნაბიჯი თავის მოკავშირესთან, რათა ერთობლივად იქნეს განხილული აქ შექმნილი საკმაოდ რთლი ვითარება,-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„არამარტო რეგიონში, მსოფლიოში მიმდინარეობს სერიოზული დაძაბული პროცესები, რომელმაც შეიძლება ხვალ მნიშნელოვნად შეცვალოს ჩვენს ირგვლივ არსებული მდგომარეობა. მათ შორის. იმ ომის შედეგებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს სამეზობლოში სულ ახლახანს მიმდინარეობდა სერიოზული მასშტაბით და რასაკვირველია, პომპეო, როგორც სახელმწიფო მდივანი და როგორც პასუხისმგებელი პირია იმისა, რომ თუკი მთავრობა შეიცვლება, გადასცეს თავის მემკვიდრეს ზუსტი ინფორაცია, დღევანდელი და აქტუალური ინფორმაცია, არსებულ თემებზე“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: