გიორგი ხელაშვილი – აშშ-დან მივიღეთ მხარდაჭერის ორი ძალიან სერიოზული გზავნილი

Nusagi

მივიღეთ მხარდაჭერის ორი ძალიან სერიოზული გზავნილი – ერთი აშშ-ს ადმინისტრაციისგან, მეორე-საკანონმდებლო ორგანოდან, სენატიდან,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს. ხელაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტზე და აშშ-ს სენატის უპრეცედენტო ფინანსურ დახმარებაზე ისაუბრა.

„ალბათ უკვე გაიგებდით, რომ 17-18 ნოემბერს შედგება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტი. ეს არის ორ ქვეყანას შორის უპრეცედენტოდ მაღალი სტრატეგიული მნიშვნელობის ურთიერთობების დადასტურებას და კიდევ ერთხელ აღიარებას. თუ ნახავთ მისი ტურნეს მიმდევრობას, ბ-ნი პომპეო ჩადის ყველაზე მეტად საიმედო მოკავშირე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. ასევე ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების პარალელერად. დემოკრატიული სამყაროს ლიდერი აშშ მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს, ამ პროცესის გამოვლინება იყო ბოლო არჩევნები, რომელიც ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში, ამერიკის შეერთებულ შტატებს გვინდა, მადლობა გადავუხადოთ უწყვეტი და მზარდი მხარდაჭერისთვის რომელიც გამოიხატება დიპლომატიურ, ასევე პოლიტიკურ და უსაფრთხოების მხარდაჭერაში.

კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია –  პომპეოს ვიზიტის წინ, აშშ-ის სენატის ასიგნებათა კომიტეტმა დაამტკიცა უპრეცედენტოდ მაღალი ფინანსური დახმარება- 136 მლნ დოლარზე მეტი, ეს თანხა საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კოვიდ19-ის პირობებში, ეს გაზრდილი დახმარება პირდაპირი პოლტიკური გზავნილია, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული ურთიერთობა ვითარდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა.

გახსოვთ ალბათ სპეკულაციები საქართველოსთვის ლამის სანქციების დაწესებაზე. ოპონენტების ძალისხმევით, ზაფხულში აშშ-ს დახმარების პროექტში გაჩნდა ჩანაწერი ამ დახმარების 15 %-ის დაყოვნების შესახებ. 

საბოლოო დოკუმენტში ეს დათქმა მთლიანად არის ამოღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ს საკანონმდებლო სენატი უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოსა და აშშ-ს თანამშრომლობას, ჩვენი პარტიის და ქართველი ხალხის სახელით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო აშშ-ს ამ დახმარებისათვის და სწორი პოლიტიკური გზავნილებისთვის“,-განაცხადა გიორგი ხელაშვილმა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: