თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო

Nusagi

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. შესაბამისი სამუშაოები პირველ ეტაპზე დავით გურამიშვილის გამზირზე ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, კინოთეატრ „საქართველოდან“ მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთში 100-ზე მეტი სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა. სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე, დავით ფაჩულია გაეცნო.

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. საახალწლო ილუმინაციები და კონსტრუქციები დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში განთავსდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: