კახა კუჭავა: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტში ძალიან კარგად ჩანს მაღალი დონის მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხის და ქართველი ხელისუფლების მიმართ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატები

Nusagi

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი იმ სტრატეგიულ ქვეყნებში, რომლებიც მათ ჩამოთვალეს და ამ სიაში საქართველოს ნახვა პირველ რიგში მიუთითებს, თუ რამდენად მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ყველაზე მთავარი ამ ვიზიტში არის ის, რომ ძალიან კარგად ჩანს მაღალი დონის მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხის და ქართველი ხელისუფლების მიმართ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატები“,-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კახა კუჭავას განცხადებით, ვიზიტის მიზეზთა შორის ასევე განიხილება რეგიონში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და ის მხარდაჭერა, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უპრეცედენტოდ მაღალი დახმარებით კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთი კონკრეტული მიზეზი, რის გამოც გვეწვევა ჩვენ სახელმწიფო მდივანი. არის ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის, რეგიონში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, ჩვენს ქვეყნებს შორის ის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე არსებული ურთიერთობა, რომელიც დღეს, სენატის კანონპროექტში კიდევ ერთხელ დადასტურდა უპრეცედენტოდ მაღალი დახმარებით, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე თუ გავითვალისწინებთ დახლოებით 50 მილიონით არის გაზრდილი, და რა თქმა უნდა, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები“,-განაცხადა კახა კუჭავამ.

ვიცე-სპიკერი ასევე გამოეხმაურას ოპოზიციის შეფასებას ვიზიტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ვიზიტი არჩევნებამდე გაცილებით უფრო ადრე იყო დაგეგმილი, რაც შეეხება საარჩევნო შედეგებს, მისი თქმით, საუბარი შეხვედრაზე ბუნებრივია ამ თემასაც შეეხება, თუმცა კახა კუჭავას შეფასებით, ამერიკის საეჩლოს ოფიციალური პოზიცია არ იქნება განსხვავებული შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოზიციისგან.

„როდესაც სახელმწიფო მდივანი სტუმრობს ამა თუ იმ ქვეყანას, ეს არ იგეგმება ერთ ან ორ დღეში. ამიტომ, ეს გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი, ვიდრე საარჩევნო შედეგები იქნებოდა ცნობილი, ამიტომ თვითონ ფაქტი, რომ შეიძლება ამ საკითხზეც იყოს საუბარი, ბუნებრივიც არის, რადგან ჩვენ ახლახანს დავასრულეთ არჩევნები, თმცა ეს საკითხი არ არის მიზეზი მისი ვიზიტის, რადგან ის გაცილებით ადრე იქნა დაგეგმილი. რაც შეეხება ოპოზიციასთან დიალოგს, ჩვენ ამას გაცილებით დიდი ხის წინ ვთავაზობდით, ამას სთავაზობს არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ საერთაშორისო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი, რომელიც საქართველოშია, რომ მაქსიმალურად დაუბრუნდნენ მოლაპარაკების კონსტრუქციულ მეთოდებს და არა ძალადობას და ქუჩის დემონსტრაციებს, რომელზეც ძალიან კარგად გამოხატა პოზიცია მათ შორის ამერიკის საელჩომ, ამერიკის საელოს ოფიციაური პოზიცია დამიჯერეთ არ იქნება განსხვავებული იმ პოზიციისგან, რომელიც გააჩნია სეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს“,-განაცხადა კახა კუჭავამ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: