,,მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სჯერა კოვიდინფექციის, ეს მათთვის სასიკვდილოა”

Nusagi

„ახლაც კი, როცა ამდენი შემთხვევაა, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სჯერა კოვიდინფექციის, ეს მათთვის სასიკვდილოა“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა მივმართო მოსახლეობას. სიკვდილობის მიზეზების შესწავლა ხდება ოპერატიულად. ეს არ არის ფუნდამენტური გაანალიზება. ოპერატიულად 24 საათიან რეჟიმში ხდება სიკვდილის შემთხვევების გაანალიზება.

მნიშვნელოვანი წილი სიკვდილობის მოდის იმ შემთხვევებზე, როდესაც პაციენტი იყო ავად რაღაც რესპირაციული ინფექციით, რომელიც ცხელებით მიმდინარეობდა, არ მიმართავდა ექიმს, სანამ უკიდურესად არ დამძიმდებოდა. როდესაც ის მიჰყავდათ საავადმყოფოში პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებაში შეჰყავდათ, პირდაპირ ხდება ინტუბირება და მათი დიდი ნაწილი სამწუხაროდ იღუპება. ასეა მთელ მსოფლიოში.

სამწუხარო რეალობაა, ის რომ როცა ამდენი შემთხვევაა და გარდაცვალების შემთხვევებმა მოიმატა, ახლაც კი მოსახლეობის ძალიან სერიოზულ სეგმენტს არ სჯერა, რომ არსებობს კოვიდინფექცია. მიაჩნია, რომ ეს ვიღაცის გამოგონილია და რაღაც მიზნით ხდება მანიპულირება“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: