უცხოური მედია

სომხეთში მასშტაბური აქცია დაიწყო – აკავებენ ოპოზიციის ლიდერებს (Live)

Nusagi

სომხეთის დედაქალაქში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია დაიწყო. მომიტინგეები სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ინფორმაციას სომხური გამოცემა armenpress ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიციამ უკვე დააკავა აქციის ორგანიზატორები და ოპოზიციონერი ლიდერები. ამასთან აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლო ფაშინიანისა და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ ერევანში საპროტესტო აქცია 17 ოპოზიციური პარტიის მიერ არის ორგანიზებული.

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში გამოცხადებული საომარი მდგომარეობის პირობებში შეკრებები და მიტინგების ჩატარება აკრძალული იყო.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიანი გეგმა გამოქვეყნდა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,400 ნახვა
%d bloggers like this: