აშშ-ის ელჩის სახლში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

Nusagi

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მონაწილეობენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, უმრავლესობასთან დიალოგის საგანი მხოლოდ ახალი არჩევნები შეიძლება იყოს.

„რა თქმა უნდა, დიალოგი უნდა დაიწყოს, მაგრამ დიალოგი უნდა იყოს ხელახალ არჩევნებზე“,-აღნიშნა ნათელაშვილმა.

როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა  აღნიშნა, შეხვედრაზე აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების მიწვევით მივიდა.

„საუბარი შეეხება საარჩევნო ვითარებას, კრიზისს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. ჩვენ პარტიის პოზიციაა, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნას ვითხოვთ და არ შევდივართ პარლამენტში“,-აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: