უცხოური მედია

ბელარუსში 12 ნოემბრიდან ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა

Nusagi

ბელარუსში 12 ნოემბრიდან ნიღბები სავალდებულო გახდა,-ამის შესახებ ინფორმაცია მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

მერიაში აცხადებენ, რომ ნიღბების ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში., ტრანსპორტში, მეტროში, ტაქსიში და სამუშაო ადგილებზე. გარდა ამისა, ქალაქში გამკაცრდება პროფილაქტიკურ ზომებზე კონტროლი.

ბოლო პერიოდში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გაუარესების გამო, ბელარუსის ხელისუფლება შეზღუდვებს ამკაცრებს. კერძოდ, ბრესტში შეიზღუდა კაფეებისა და ბარების მუშაობა, ასევე გაუქმდა გამოფენები. შეზღუდვები 10 დეკემბრამდე დაწესდა.

11 ნოემბერს ბელარუსში კოვიდ 19-ის 1057 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს პანდემიის დაწყებიდან მაქსიმალური მაჩვენებელია. ქვეყანაში 1000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,600,097 ნახვა
%d bloggers like this: