ვფიქრობ, კომპრომისის სივრცე არსებობს და თუ იქნება პასუხისმგებლიანი მიდგომა, მოვახერხებთ შეთანხმებისკენ წასვლას

Nusagi

„ჩვენი პოზიცია დღევანდელ შეხვედრაზე იყო უცვლელი, რომ გამოსავალს პოლიტიკური კრიზისიდან ვხედავთ ახალი არჩევნების ჩატარებაში”, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია და კომპრომისის გამოძებნა პასუხისმგებლიანმა ძალებმა თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა სცადონ:

„პროცესი გაგრძელდება. მოდი, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ერთი ან თუნდაც ორი შეხვედრით რაიმე გადაწყდება. ეს არის უმძიმესი თემა. ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში… და ამოცანა ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ძალების, გახლავთ ის, რომ თანდათან ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცადოთ კომპრომისის გამოძებნა. ოღონდ ბუნებრივია ამ კომპრომისის გამოძებნის პროცესში ჩვენი პოზიცია არის მყარი, რომ ის, რაც არის ქვეყნისთვის ცუდი და უკანონო, იმის ხარჯზე კომპრომისი ვერ შედგება. მაგრამ ვფიქრობ, კომპრომისის სივრცე არსებობს და თუ იქნება პასუხისმგებლიანი მიდგომა, საბოლოო ჯამში მხარეები მოვახერხებთ იმედი მაქვს მოვახერხებთ შეთანხმებისკენ წასვლას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: