სამეცნიერო მტკიცებულებით, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ორ კვირაში 30%-ით ამცირებს ახალ შემთხვევათა რიცხვს

Nusagi

ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ორკვირიან ინტერვალში დაახლოებით 30%-ით ამცირებს ახალ შემთხვევათა რიცხვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ დაწესდა გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვები. ხშირად გვაკრიტიკებენ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო და ამბობენ – რა, კორონავირუსი 22:00 საათზე იძინებს და 05:00 საათზე იღვიძებს? არა, ბატონებო, ეს ყველაფერი სამეცნიერო მტკიცებულებებით არის გამყარებული – ამ ტიპის შეზღუდვა ორკვირიან ინტერვალში დაახლოებით 30%-ით ამცირებს ახალ შემთხვევათა რიცხვს. დღეს მინისტრთან ვიმსჯელეთ სხვა შეზღუდვებზეც, თუმცა ამაზე უფრო დეტალურად ვერ ვისაუბრებ, ვიდრე ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე არ განიხილება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: