შსს-მ ნარკოდანაშაულის უპრეცედენტოდ მასშტაბური სქემა გამოავლინა

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანანო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური სქემა გამოავლინა.

დაკავებულია ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც ჩართული იყო ინტერნეტნარკორეალიზაციისა და ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონის” დამზადების სქემაში.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განხორციელდა ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონის” საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა, ასევე განხორციელდა ნარკოლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონის” დამზადების პროცესის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

სულ ამოღებულია:
▪️2 კილოგრამი და 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონი”.
▪️ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონის” დამზადებისთვის საჭირო ქიმიური ნივთიერებები, პრეკურსორები და შესაბამისი ლაბორატორიული ინვენტარი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: