ამირან გამყრელიძის განცხადებით, „რემდესივირი“ საქართველოში ორ კვირაში შემოვა, მაგრამ ის აფთიაქში არ გაიყიდება

Nusagi

„რემდესივირის“ მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია და ეს წამალი საქართველოში ორ კვირაში იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან განმარტა, თუ ვისთვის და რომელ დაწესებულებაში იქნება პრეპარატი ხელმისაწვდომი.

„ეს წამალი არის შესაბამისი ჩვენებით, აფთიაქში არ გაიყიდება. ესაა წამალი, რომელიც მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში უნდა იყოს გამოყენებული ექიმის დანიშნულებით მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ძირითადად სჭირდება მძიმე პაციენტებს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: