ბრიტანელი პარლამენტარები ქართველ ხალხს არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავენ

Nusagi

საქართველოს საკითხებზე ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი ულოცავს ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას და ორგანიზებას,-ამის შესახებ თემთა პალატის წევრი, ჯონათან ჯანოგლი მეგობრობის ჯგუფის სახელით, ბრიტანეთში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავასადმი მიწერილ წერილში წერს.

წერილში აღნიშნულია, რომ COVID პანდემიის მიერ გამოწვეული სერიოზული სირთულეების გათვალისწინებით,  მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ  არჩევნებზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა. 

„ძვირფასო ელჩო ქაცარავა

ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა გამოიჩინა მნიშვნელოვანი ძალისხმევა ბოლო პერიოდში გატარებული საარჩევნო რეფორმის მეშვეობით საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების გასამყარებლად. გამოვთქვამთ იმედს, რომ ამით უზრუნველყოფილი იქნება მყარი საფუძველი დემოკრატიული ღირებულებების შემდგომი ხელშეწყობისთვის, რომლებიც, ჩვენი ღრმა რწმენით, ესოდენ მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნისთვის.

იმედის თვალით შევყურებთ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას საერთო ინტერესების ფართო სპექტრზე. ვუსურვებთ თქვენს პარლამენტს და მის წევრებს ყოველივე საუკეთესოს და წარმატებულ ახალ სესიას.

პატივისცემით, ჯონათან ჯანოგლი

საქართველოს საკითხებზე ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე “,-ნათქვამია წერილში. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: