გიორგი ოთხმეზური: ხელახალი არჩევნებიც რომ ვერ მოიგონ, მერე რა ვქნათ, როდემდე ვატაროთ არჩევნები?

Nusagi

ოპოზიციას რომ მოუსმინო, ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, რომ “ოცნების” ადგილი საერთოდ არ ყოფილა პარლამენტში და მხოლოდ ოპოზიციას მისცა ხმა საქართველოს მოსახლეობამ. ხელახალი არჩევნებიც რომ ვერ მოიგონ, მერე რა ვქნათ, როდემდე ვატაროთ არჩევნები?” – ასე ეხმაურება ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ოპოზიციის მოთხოვნას ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

“ოპოზიცია ერთხელ უკვე არ შევიდა პარლამენტში და მანდატებიც დახიეს, მაგ რამ რა მოიგეს, საერთოდ გაქრნენ პოლიტიკიდან. საზოგადოების დიდ ნაწილს შეიძლება სულაც არ უნდა “ნაციონალების” და “ევროპული საქართველოს” პარლამენტში შესვლა, მაგრამ არც ის უნდა ვინმეს, რომ ერთპარტიული პარლამენტი იყოს. პირადად მე არ მინდა ერთპარტიული პარლამენტი.

“ოპოზიციას რომ მოუსმინო, ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, რომ “ქართული ოცნების” ადგილი საერთოდ არ ყოფილა ამ პარლამენტში და მხოლოდ ოპოზიციას მისცა ხმა საქართველოს მოსახლეობამ; ყველა ამბობს, ამდენი მოვიგე, იმდენი მოვიგეო. ნინო ბურჯანაძე რომ იძახის, არ შე ვალ პარლამენტშიო, ვინ უშვებს,1% ვერ აიღო. დანარჩენები თუ შევლენ, შევიდნენ და ნუ არიან აყოლილები „ნაცმოძრაობის” კარნახს და დირექტივებს. ხელახალი არჩევნებიც რომ ვერ მოიგონ, მერე რა ვქნათ, როდემდე ვატაროთ არჩევნები, ვიდრე თვითონ არ დააკომპლექტებენ მთავრობას? ან რა უზნეობაა ამ ეპიდემიის დროს ამდენი აქციის ჩატარება, რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს დღეში?! როგორ არ ანაღვლებთ ადამიანების ბედი…” – განაცხადა „რეზონანსთან” საუბრისას გიორგი ოთხმეზურმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: