ექიმების თქმით, აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ 32 წლის ქალს თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა

Nusagi

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის 32 წლის ქალი, რომელსაც ექიმების თქმით, თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა.

მედიკოსების თქმით, საავადმყოფოში შეყვანისას მას ფილტვების 80 % ჰქონდა დაზიანებული და კრიტიკულად მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. 

„აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გამოხატული ციანოზი, გაუკეტდა კომპ ტომოგრაფია, გადაყვანილი იქნა რეანიმაციაში, ინტუბირებული იქნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, განვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრესსინდრომი, შემდეგ თირკმლის უკმარისობა და ახალგაზრდა ქალბატონი გარდაიცვალა“,-განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, გიორგი კიკაბიძემ. 

აჭარაში გარდაცვლილებს შორის ყველაზე ხანდაზმული 100 წლის პაციენტია.

Facebook Comments
%d bloggers like this: