მაიკ პომპეოს ვიზიტისას ოპოზიცია თბილისში აქციებს გეგმავს

Nusagi

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტისას თბილისში აქციები გაიმართება, თუმცა პოლიტიკური გამოსვლები არ იქნება.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ქუჩასა და გამზირზე მოქალაქეები პლაკატებით, დისტანციის დაცვით იდგებიან.

“ეს არ იქნება პოლიტიკური გამოსვლების დღე. ჩვენს ცენტრალურ გამზირებზე ადამიანები გამოვლენ, დაიცავენ დისტანციას, იქნება სტიკერები, სადაც ეწერება, რომ გაყალბებულია, არჩევნები მოპარულია და ცოცხალი ჯაჭვით იქნება სავსე ეს გამზირები. ასევე, იქნება პლაკატები და ამერიკის ბევრი დროშა, როგორც მისალმება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ“, – განაცხადა უგულავამ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: