პენსილვანიის სასამართლომ რესპუბლიკელების საჩივარი დააკმაყოფილა- ბიულეტენების ნაწილი გაუქმდება

Nusagi

პენსილვანიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიულეტენების ნაწილი გაუქმდება. 

სასამართლომ დააკმაყოფილა რესპუბლიკელების მოთხოვნა, რომელიც გულისხმობდა იმ ბიულეტენების გაუქმებას, რომელიც არჩევნების დღის დასრულების შემდეგ ფოსტით იყო გაგზავნილი. 

მანამდე, პენსილვანიის სახელმწიფო მდივანმა, ქეითი ბუკვარმა ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დასამოწმებლად ვადა 12 ნოემბრამდე გაახანგრძლივა, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მას ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ გააჩნდა.

ცნობისთვის, პენსილვანიაში ბიულეტენებს იღებდნენ არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში. 

აღსანიშნავია, რომ ამ შტატში ბაიდენმა ტრამპს სულ 40 000 ბიულეტენით მოუგო. დაახლოებით რამდენი ბიულეტენი გაუქმდება, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პენსილვანიას კოლეგიაში 20 ხმა აქვს.

Facebook Comments
%d bloggers like this: