რატომ შლის Facebook და Twitter პოსტებს, სადაც ბაიდენის გამარჯვებაში ეჭვი შეაქვთ?

Nusagi

დონალდ ტრამპი არ აღიარებს არცევნებში დამარცხებას, სანამ ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლა არ დასრულდება,-ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იუწყება. ამასთან, Facebook და Twitter იმ პოსტების და ჯგუფებს ბლოკავენ, სადაც მომხმარებლები ბაიდენის გამარჯვებას ეჭვქვეშ აყენებენ. ამის შედეგად, ადამიანები, რომლებსაც სიმართლეში გარკვევა სურთ, ახალ პლატფორმებს ეძებენ. ამერიკელების ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში მემარცხენე ცენზურა იკრებს ძალას. პოპულარობას იკრებს ისეთი ქსელები, როგორიცაა Parler, Rumble და Newsmax.

ფლორიდელი რესპუბლიკელი , კონსერვატორი ადამ იანგი აცხადებს, რომ ყველაფერს კითხულობს, რაზეც ხელი მიმიწვდება, შემდეგ კი, ცდილობს სიმართლის სინთეზირებას. 

„მიუხედავად იმისა, რომ ტვიტერი დე ფეისბუქი შლის ტრამპის პოსტებს, ტელევიზიებს კი ნებისმიერ დროს შეუძლიათ მისი გამოსვლის გათიშვა, ტრამპი მაინც ახერხებს ადამიანებს მიაწოდოს თავისი სათქმელი სხვა პლატფორმების მეშვეობით, ვინც სწორ ინფორმაციას ეძებს, ის პოულობს კიდეც. მე მიმაჩნია, რომ ტრამპმა გაიმარჯვა, ჩვენ, ფლორიდელი რესპუბლიკელები გუშინაც ამას განვიხილავდით. თუმცა, ახლა საკითხი ისე არ დგას, თუ ვინ გაიმარჯვა. დღეს ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, ლეგიტიმური იყო თუ არა ეს არჩევნები. არ აქვს მნიშვნელობა, ვის მიეცით ხმა, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ხმის მიცემის პროცედურა სწორად წარიმართა.  ძალიან ბევრი კითხვებია, კერძოდ, რატომ ხდება ისე, რომ ყველა შეცდომა, რომელიც აღმოაჩინეს, ბაიდენის სასარგებლოდ იყო. არცერთი შეცდომა არ ყოფილა ისეთი, რომელსაც ტრამპის სასარგებლოდ ემოქმედა არჩევნების შედეგებზე. ხშირად ხდებოდა, რომ შუაღამისას, ბაიდენის სასარგებლოდ 100 000 ხმა არსაიდან ჩნდებოდა. ჩნდება კითხვა, რატომ ხდებოდა ეს დილის 4 საათზე? თუ ბაიდენი არჩეულია სამართლიანად, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ეს სამართლიანად მოხდა“,-აცხადებს ადამ იანგი. 

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექს ფედოსეევი კი, რომელიც თავს ლიბარტარიანელებს მიაკუთვნებს, აცხადებს, რომ არც მას მოწონს, როგორ იქცევა ტვიტერი და ფეისბუქი, როდესაც ტრამპის პოსტებს შლის, ხოლო ბაიდენის ნებისმიერ ინფორმაციას მშვიდად ხვდება. თუმცა, ექსპერტის თქმით, ამ სიტუაციას ორივე კანდიდატმა შეუწყო ხელი, რადგან დიდი ხნის განმავლობაში სოციალურ ქსელში მიდიოდა მემარცხენეებისა და მემარჯვენეების დაუსრულებელი ჭიდილი და ერთმანეთის ბულინგი. ამასთან, ფეისიბუქის ე.წ. ფაქტჩეკინგი საკმაოდ უხეშად იყო შექმნილი და ბევრ შემთხვევაში, არასწორად მოქმედებდა.

„მოძრაობამ „აფროამერიკელები ტრამპის მხარდასაჭერად“ უკვე შეიტანა ფეისბუქის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი. ფეისბუქის მოქმედება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან რელურად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორ ინფორმაციას მოკლებული აღმოჩნდა. შესაძლოა, მათი მიზნები კეთილშობილური იყო, მაგრამ რეალურად, დიდი ზიანი მოიტანა.  ეს ალბათ გახდება კარგი შესაძლებლობა ახალი სტარტაპებისთვის და ახალი სოციალური ქსელების პოპულარობისთვის. თუმცა ამ ალტერნატიული ქსელების პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ახლა მეორე მხრიდან არ მოხდება ცენზურის დაწესება. ამიტომ, დღეს ყველაზე დიდი პერსპექტივა დეცენტრალიზებულ ქსელებს აქვს, სადაც არ იქნება მკაცრი კონტროლი და ცენზურა რომელიმე მხრიდან“,-აცხადებს ექსპერტი.  

Facebook Comments
%d bloggers like this: