COVID-19-ით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესი შეიცვალა

Nusagi

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ახალი პროტოკოლის თანახმად, COVID-19-ით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესი შეიცვალა. ამ საკითხზე გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა.

ახალი პროტოკოლით, კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი პირის დაკრძალვა აღარ ხდება მაშინვე და ოჯახს ამისთვის 72-საათიანი ვადა ეძლევა, მიუხედავად იმისა, რომ ცხედარი სპეციალურ ჩანთაში თავსდება და შემდეგ სასახლეში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, გარდაცვლილის სახლში დასვენება უსაფრთხოა და შესაძლებელია პანაშვიდის გამართვა, თუმცა დაკრძალვა 72 საათში უნდა მოხდეს.

მისი თქმით, ინფექციის გავრცელების წყარო არის დიდი თავშეყრები, იქნება ეს სასიხარულო თუ სამწუხარო. „ეს დაკავშირებულია გარდაცვალებასთან და იმ რიტუალებთან, რომლებიც იმართება. ამიტომ, ყოველმხრივ თავი უნდა შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: