კონკრეტულად შევჯერდით, რომ აუცილებლად იქნება შეხვედრის შემდეგი რაუნდიც

Nusagi

ჩვენ ძალიან კონკრეტულად შევჯერდით, რომ აუცილებლად იქნება შეხვედრის შემდეგი რაუნდიც, სადაც კონრეტულად ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, ოპოზიციას ეს მოლოდინი გვაქვს, რადგან ვთქვით, რომ ამის გარეშე, სხვა საკითხების განხილვას აზრი არ აქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„იყო საუბარი საარჩევნო რეფორმაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენთვის, ოპოზიციისთვის, მთავარია, რომ საპარლამენტო არჩევნების თარიღზე შევთანხმდეთ. ჩვენი დილომატების მოწოდებით, არ დავხურეთ შეხვედრის მესამე რაუნდის შესაძლებლობა. ვნახოთ, დაველოდოთ, რას მივიღებთ“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ის მეორე ტურში მონაწილეობას გამორიცხავს.

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში პირველი შეხვედრა 12 ნოემბერს გაიმართა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: