მამუკა მდინარაძე – მოთხოვნა, რომელიც ასე ითარგმნება, რომ სანამ ოპოზიცია არ გაიმარჯვებს, ყველა არჩევნები გამოვაცხადოთ გაყალბებულად, ბუნებრივია, კონსესუსამდე ვერ მიგვიყვანს

Nusagi

მოთხოვნა, რომელიც ასე ითარგმნება, რომ სანამ ოპოზიცია არ გაიმარჯვებს, ყველა არჩევნები გამოვაცხადოთ გაყალბებულად, ბუნებრივია, კონსესუსამდე ვერ მიგვიყვანს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის განმარტებით, ის, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხმების გადათვლასა და ვიდეოჩანაწერების ნახვასა და გაანალიზებაზე უარს ამბობენ, აჩვენებს, რომ მათი ინტერესი სიმართლის გარკვევა არ არის.

მისივე თქმით, თუ მათი მხრიდან იქნება რაციონალური წინადადება, მმართველი ძალის მხრიდან მოლაპარაკებისთვის კარი ღია რჩება.

“ერთია, რა ჰგონია მმართველი გუნდის რომელიმე წარმომადგენელს, მაგრამ უდავოა ის ფაქტი, რომ, როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს ხმების გადათვლაზე, უარს ამბობს იმ დღის წესრიგში შემოსვლაზე, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები სთავაზობენ ვიდეო კამერების ჩანაწერების ნახვასა და ანალიზს, ხმების გადათვლას და როდესაც ასეთ საკითხებზე უარი გხვდება, კვლავ რადიკალური მოთხოვნები ისმის, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ინტერესი სიმართლის გარკვევა არ არის, მათი ინტერესია ზოგადი პოლიტიკური მესიჯებით ფონს გასვლა და რაღაც შედეგის მიღება.

თუკი მათი მხრიდან იქნება ოდნავ რაციონალური წინადადება, ჩვენი მზაობა მოლაპარაკებისთვის ყოველთვის არის და კარი ღიაა. მაგრამ, როდესაც მოთხოვნა ისეთია, რომელსაც იურიდიული, ფაქტობრივი, რეალური, რელევანტური საფუძვლები არ აქვს და მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი მოთხოვნით შემოიფარგლება, რაც მოცემულობიდან არ გამომდინარეობს და გამომდინარეობს მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებიდან, ბუნებრივია, ეს მოთხოვნა აღსრულებას, კომპრომისთან მისვლასა და პოზიციების დაახლოებას ვერ მოემსახურება,“- განაცხადა მდინარაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: