„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი ბათუმში 49 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

Nusagi

პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბათუმში ბელარუსის მოქალაქის, 49 წლის ქალის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 43 წლის ზაზა დავითაძეა.

დავითაძე გაერთიანებული ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერია. სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა „პრაიმტაიმს“ მიაწოდა ფოტოები, სადაც ზაზა დავითაძე „ნაცმოძრაობისა“ და ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე იმყოფება და, როგორც ჩანს, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერთან ფოტოებიც გადაიღო.

ბელარუსის მოქალაქე ტატიანა ჩინჩრიკი ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. გამოძიების ინფორმაციით, ზაზა დავითაძემ მას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული დღეს ჩაქვში, მისსავე საცხოვრებელ სახლთან, სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: