მიხეილ სარჯველაძე: ის, რომ ქალაქში კომფორტულად გადავაადგილდებით პოლიციისა და პენიტენციური სისტემის დამსახურებაა

Nusagi

„ის, რომ კომფორტულად გადავაადგილდებით ქალაქში, პოლიციის და პენიტენციური სისტემის თანამშრომლების დამსახურებაა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სიის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო რვა წელია სამართალდამცველების მიმართ პატივისცემა გაიზარდა.

პატივისცემით უყურებენ დღეს იმ ადამიანებს, ვინც დგას ჩვენი მართლწესრიგის სადარაჯოზე. ეს არ არის ლიტონი სიტყვები. ის, რომ კომფორტულად გადავაადგილდებით დღეს ქალაქში, ეს პოლიციის, იგივე პენიტენციური სისტემის თანამშრომლების დამსახურებაა და ამ ხალხის მიმართ ბოლო რვა წელია გაჩნდა დიდი პატივისცემა”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: