მოსახლეობის სამპროცენტიანი ფენა ჩაგრავს 97 პროცენტს და ეუბნება, რომ არ არიან ამაყი, თავისუფალი და ხმის უფლების მქონე მოქალაქეები

Nusagi

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკური პარტიების ლიდერების მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრას ამერიკის ელჩთან ერთად, ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსახლეობის სამპროცენტიანი ფენა ჩაგრავს 97 პროცენტს და ეუბნება, რომ არ არიან ამაყი, თავისუფალი და ხმის უფლების მქონე მოქალაქეები.

მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა ხელახალი არჩევნების თაობაზე უცვლელია.

„შეიძლება ითქვას, „ქართულ ოცნებას“ ჯერ არავითარი ინიციატივა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოგვიცხადონ უვადო, შეუზღუდავ მმართველად. ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი იმის თაობაზე, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს, რადგან ძალაუფლება მოიპარეს, მიიტაცეს, წაართვეს ხალხს ქონებასთან ერთად, უფლებებთან ერთად, სამშობლოსთან ერთად და ეს ხელში ჩაიგდო მოსახლეობის სამპროცენტიანმა ფენამ, რომელიც ჩაგრავს 97 პროცენტს და ეუბნება, რომ თქვენ სამშობლოში ხართ არა ამაყი, თავისუფალი, ხმის უფლების მქონე მოქალაქეები, არამედ ხართ გერები, გინდათ იყავით აქ, გინდათ წადით სამუშოდ გერმანიაში.

წინა შეხვედრაზე ხმების გადათვლის თაობაზე იყო საუბარი, რასაც ჩვენ არ დავთანხმდით, მაგრამ მათ გუშინ შუაღამისას შეკრიბეს ცენტრალური საარჩევნო კომისია და შეაჯამეს ე.წ შედეგები, რამაც აზრი გამოაცალა გადათვლის პერსპექტივასაც კი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: