პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

Nusagi

პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის გამო რუსთაველის გამზირის ნაწილზე, კერძოდ კი კლასიკური გიმნაზიიდან თავისუფლების მოედნამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად სხვადასხვა ლოკაციიდან პარლამენტამდე მსვლელობა მოაწყეს.

პარლამენტის წინ დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც შეკრებილებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიმართავენ.

ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას, საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებასა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებას ითხოვენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: