პირები, რომლებიც ფეისბუქმომხმარებლმა ამხილა, პოლიციამ დააკავა

Nusagi

პოლიციაში მისვლის აზრს ვერ ვხედავ, ვიცი, არც არაფერს იზამენ, ამიტომ დაპოსტვა გადავწყვიტე, რომ იცოდეთ რა @ლეობაში ვცხოვრობთ,-​ ფეისბუქმომხმარებელმა ნოდარიკო სიხარულიძემ სოციალურ ქსელში აღნიშნული საჯარო პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მეტროსადგურ „სამედიცინო ინსტიტუტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამმა პირმა დანის მუქარით 110 ლარი წაართვა. 

მისი თქმით, გამომძლველებისგან ორის იდენტიფიცირება ადვილად მოახერხა და ფეისბუქშიც იპოვა. 

„იმისთვის, რომ უფრო შემშინებოდა, სად ვმუშაობდი დააზუსტეს და ასევე ჩემი სახელი/გვარი! ასევე მომთხოვეს ტელეფონის ნომერი, რაზეც ამ ორ დებილმა ზარი გამოუშვეს, შესაბამისად უფრო სწრაფად ვიპოვე სოციალურ ქსელში. მესამეს სახეც კარგად მახსოვს, ნებისმიერ დროს შემიძლია ამოვიცნო.“,-დაწერა მან.

პოსტის ავტორს კომენტარებში ბევრმა ურჩია, პოლიციისთვის მიემართა, რამდენიმემ კი, შინაგან საქმეთა სამინისტროც მონიშნა.

მოგვიანებით, ნოდარიკო სიხარულიძემ დაწერა, რომ სამივე დამნაშავე პოლიციამ დააკავა.

მისივე თქმით, ორმა ტელევიზიამ ინტერვიუ სთხოვა, თუმცა როდესაც „მთავარმა არხმა“ შეიტყო, რომ გამომძალველები დააკავეს, აღარ დაინტერესდა. 

„მთავარმა არხმა დამირეკა და ვეუბნები, სამივე დაიჭირეს მეთქი. აა კარგიო და გათიშა. ანუ პოლიციამ საკუთარი მოვალეობა კარგად შეასრულა და ეწყინათ? მხოლოდ ნეგატიურ ამბებზე მუშაობენ?“,-წერდა ნოდარიკო სიხარულიძე ახალ პოსტში, რომელიც მალევე წაშალა. 

მოგვიანებით მან მადლობა გადაუხადა ვაკე საბურთალოს თანამშრომლებს და პროკურორს.

„სამივე ადამიანი დაიჭირეს! მადლობა ვაკე საბურთალოს 7 სამმართველოს სწრაფი და ოპერატიული რეაგირებისთვის, განსაკუთრებული მადლობა 7 სამმართველოს დეტექტივებს და უფრო დიდი მადლობა პროკურორ ანი ხუბეჯაშვილს.
მთელი ღამე დაუღალავად მუშაობდნენ ამ საქმესთან დაკავშირებით, ნამდვილად მცდარი შთაბეჭდილებები მქონდა სამართალდამცავებთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ ადგილას ყველანი მეგობრულები და სამართლიანი ადამიანები მუშაობენ“,დაწერა მან.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

„სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: