ამირან სალუქვაძე- კონდოლიზა რაისის, ჯო ბაიდენის ვიზიტებისას, მაშინდელ ოპოზიციას არ ჰქონდა პროტესტის მიზეზი?

Nusagi

ალბათ, პირველად მოხდება ჩვენს ისტორიაში, როცა აშშ-ს უმაღლესი რანგის ჩინოვნიკს, თბილისში აქციით დახვდებიან,-ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი ეხმაურება „ნაცმოძრაობის“ გეგმას, რომლის მიხედვითაც მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტისას, პარტიის მომხრეები აქციას გამართავენ.

„როგორ ფიქრობთ, კონდოლიზა რაისის, ჯო ბაიდენის, ჯონ ქერის ან თუნდაც ნატოს და ევროკავშირის მაღალჩინოსნების ვიზიტებისას, მაშინდელ ოპოზიციურ პარტიებს არ ჰქონდათ პროტესტის მიზეზი?

ბავშვიც კი ხვდება, რომ პომპეო საელჩოს მიერ დეტალებშია ინფორმირებული არჩევნებთან დაკავშირებით და აქცია იმით ვერ გამართლდება, თითქოს ხმას ვერ აწვდენთ.

ხმის მიმწვდენები ვაშინგტონშიც გყავთ. უბრალოდ, ასე ჰგონია თქვენს ლიდერს, რომ ამ “არატრადიციული” აქციით ხელისუფლებას მიაყენებთ.ზიანს.

თქვენს დროს რომ გაეკეთებინა ვინმეს, მიაწებებდით კრემლის დაკვეთას“,-წერს ამირან სალუქვაძე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: